საქართველოს
ყველა კუთხეს თავისი განუმეორებელი მიმზიდველობა და მრავალფეროვნება ახასიათებს. ფშავი
ერთერთი ძვირფასი მარგალიტია ამ ორიგინალურ ქარგაზე.
ულამაზესი ბუნება, მოუსვენარი არაგვი, ბუმბერაზი მთები, შთამბეჭდავი ხედები
დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე.
სილამაზისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ფშაველი კაცის ბუნებისა და ყოველდღიური
ყოფის ნაწილი გამხდარა და თავს გვაწონებს ნაირფერი
ფარდაგებით, ჭრელა-ჭრულა წინდებით, ნაქარგებით თუ ათასგვარი ნახელავითა და ნაკეთობებით,
რომელთაც ატყვიათ კვალი ადამიანის დაუღალავი შრომისა , ხელმარჯვეობისა და დიდი სურვილისა - ყოველდღიური ყოფა ყოფილიყო, როგორც პრაქტიკული,
ასევე ლამაზი.
სწორედ
ეს გახდა ახალი პროექტის შექმნის საფუძველი. ახლად შეძენილ კოლეგა- ვალიდა ბაგაურთან ერთად
გაჩნდა იდეა პროექტის შექმნის შესახებ, რომლის
მიზანიც იქნებოდა ფშავური შინამრეწველობის წარმოჩენა. პროექტით განხორციელდა ორი საგნის - ისტორიისა და მათემატიკის ინტეგრირება.
ღონისძიება ითვალისწინებდა ბავშვების აქტიურ როლს მუშაობის პროცესში. ერთის მხრივ უნდა
მომხდარიყო მატერიალური მასალების მოძიება, მათი ეთნოგრაფიული როლისა და ღირებულების
წარმოჩენა, მეორეს მხრივ კი მასში „დამალული მეცნიერების“ სამზეოზე გამოტანა.
შემაჯამებელ
ღონისძიებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი
პერიოდი. პროექტის ხელმძღვანელები მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი ოჯახების ხშირი
სტუმარი ვიყავით. თემის წარმომადგენლები ჩვენს ნაბიჯს დიდი ინტერესით მოეკიდნენ და
გულითადი დახმარება გაგვიწიეს. გულდასაწყვეტი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ მასობრივ წარმოებას
ადგილობრივი შინამრეწველობა მნიშვნელოვნად
შეუვიწროებია, ხელმარჯვე ოსტატები დღეს ცოტანიღა არიან, მომავალი თაობა კი დიდი ინტერესით
არ არის განწყობილი ტრადიციული წარმოების მიმართ. ქეთო ბებომ, (ადგილობრივი ასაკოვანი
ქალბატონი, ფარდაგების ქსოვის ოსტატი) რომელიც მეგზურობა გაგვიწია ჩვენთვის სასურველ
საკითხებში გასარკვევად და თავისი შესანიშნავი
ნამუშევრებიც გვიჩვენა, გულისტკივილით აღნიშნა , რომ დღეს ტრადიციული ხელობები იკარგება, თავად უკვე უჭირს მუშაობა, საქსოვი დაზგა ახლა უქმად დგას, რადგან ახალგაზრდულ ძალისხმევას მოითხოვს.
ბავშვები
დიდი ინტერესით ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში, მათ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.
აღმოჩნდა, რომ მათ ტრადიციული ხელსაქმე იციან, თუმცა გასაღების ბაზრის არარსებობა სამუშაოს
ინტერესს უკარგავს და ეს პროდუქცია ძირითადად ოჯახური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
მათ წარმოადგინეს შესანიშნავი ჩანაწერები, რომელშიც ადგილობრივი უხუცესების მონათხრობი
საკუთარ ნააზრევთან შეაჯერეს. მასალები მეცნიერულად
იყო საინტერესო, ასახული იყო ეთნოგრაფიული
მხარე და ხაზგასმული იყო მათემატიკის როლი ტრადიციული წარმოებაში.
11
დეკემბერს, შუაფხოს საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. სკოლის საპრეზენტაციო დარბაზში შეიკრიბნენ ბავშვები,
პედაგოგები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეები ტრადიციული
სამოსელში იყვნენ ჩაცმულნი, ანა ჯარასთან იჯდა და საქმიანობდა, ბარბარე გობელენს ქსოვდა, სოფო თექაზე მუშაობდა,სოსო ხის მასალასთან ხელოსნობდა, გია თიხას
ძერწავდა და ა.შ. ბაშვები დამსწრეებს ესაუბრებოდნენ
ტრადიციული შინამრეწველობის შესახება და თავად უჩვენებდნენ მუშაობის პრინციპს. პრეზენტაციაზე
ჭარბად იყო წარმოდგენილი ადგილობრივი ნაწარმი:
ფარდაგები, გობელენი, წინდა-საფუხარი, ხურჯინები, ხისა და თიხის ნაკეთობები, სამუშაო
იარაღები... ღონისძიება მხატვრულად იყო გაფორმებული სიმღერებითა და ლექსებით, წარმოდგენილი იყო მცირე
როლური თამაშები...ბავშვებმა შესანიშნავად ისაუბრეს ეთნოგრაფიულ საკითხებზე, დამაჯერებლად ახსნეს მათემატიკის
როლი ტრადიციული წარმოების პროცესში. ღონისძიების დასასრულს მათ ფერად ქაღალდებზე დაწერეს
თავიანთი სურვილები და დაფაზე გააკრეს. დამსწრე
საზოგადოებამ ღონისძიება მოიწონა და გამოთქვა
სურვილი ამ პროექტის გაგრძელებისა.
პროექტის
დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა (დავით
ჩივაძე, ვალიდა ბაგაური) შევაფასეთ პროექტი
წინასწარ მომზადებული შეფასების სქემით, შემდეგ ბავშვებთან ერთად შევაჯამეთ პროცესი და დავსახეთ მომავალი წლის პრიორიტეტები.
ელ -ფოსტა: dachi133@gmail.com
ელ -ფოსტა: dachi133@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий